22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-30 13:55:44, 1324 ნახვა

სამართალი
გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი არევაძემ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

აღნიშნულით მოსამართლე გიორგი არევაძემ სპეციალური პენიტენციური დეპარტამენტის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

სააკაშვილის დაცვის მხარე დასკვნის საქმისთვის დართვის წინააღმდეგი იყო.

ამასთან, როგორც არევაძემ სასამართლო პროცესზე განმარტა, იუსტიციის სამინისტროს აღნიშნული ექსპერტიზის დაკვეთის უფლებამოსილება კანონიერად ჰქონდა.

შეგახსენებთ, რომ 26 იანვარს გამართულ ბრიფინგზე, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ პენიტენციური სამსახურის მიმართვის საფუძველზე, სამხარაულის ეროვნულმა ბიურომ შეამოწმა ცენტრ „ემპათიის" დასკვნის სარწმუნოობა და დაასკვნა, რომ „ემპათიის“ დასკვნა არ არის სარწმუნო და უტყუარი“. 

ამასთან, ცენტრ „ემპათიის"ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა ეს დოკუმენტი „ექსპერტიზაზე ზეწოლად და რეპუტაციის შელახვის მცდელობად" შეაფასა.

აღსანიშნავია, რომ ცენტრმა „ემპათიამ" 2022 წლის 1 დეკემბერს გამოაქვეყნა პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, დაპატიმრების დროს „პრაქტიკულად ჯანმრთელი" მიხეილ სააკაშვილი ახლა სიკვდილის საფრთხის წინაშე დგას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics