22:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-26 15:18:20, 1906 ნახვა

სამართალი
მამუკა ხაზარაძის განცხადებით, სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ. 

როგორც ხაზარაძემ მეორე ინსტანციის განაჩენის მოსმენის შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ბრძოლა გაგრძელდება".

"ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში გადაწყვეტილებას. ეს არის გრძელი გზა და დარწმუნებული ვარ, რომ უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი - ბატონი თადუმაძე, რომელიც იყო გენერალური პროკურორი, რომელმაც დაიწყო საქმე ჩვენს წინააღმდეგ და ახლა მივდივართ როგორც მოსამართლესთან ბატონ თადუმაძესთან, რომელმაც თითქოს სამართლიანი გადაწყვეტილება უნდა გამოიტანოს. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა და ასე ვერ გაგრძელდება. მე ვპირდები თითოეულ მოქალაქეს, რომ ბრძოლა ერთი წამით არ გაჩერდება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

შეგახსენებთ, თბილისის სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე დამნაშავედ ცნო. მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსამართლე მერაბ ჯორბენაძემ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics