|
2023-01-25 16:51:00, 1052 ნახვა
პოლიტიკა
ბერბოკი - ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს 700 მლნ-ზე მეტი ადამიანი - ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე, მათ ევროპული კონვენცია იცავს
ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი. ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე - მათ ევროპული კონვენცია იცავს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა. როგორც ბერბოკმა სტრასბურგში, ევროპის საბჭოში თქვა, ევროპა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი. „ევროპა უფრო მეტია, ვიდრე ევროკავშირი. ჩვენს კონტინენტზე ცხოვრობს განსხვავებული ტრადიციების, ისტორიისა და ოცნებების მქონე 700 მილიონზე მეტი ადამიანი. ალბანეთიდან კვიპროსამდე, ლისაბონიდან თბილისამდე: ყველა ეს ქვეყანა წარმოდგენილია ევროპის საბჭოში და მათ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენცია იცავს", - აღნიშნა ანალენა ბერბოკმა, რომლის განცხადებაც საქართველოში გერმანიის საელჩომ გაავრცელა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)