|
2023-01-23 17:58:42, 860 ნახვა
პოლიტიკა
ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - საქართველოში დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, ევროკავშირში გაწევრიანებას აფერხებს
არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა, - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ განაცხადა. მისივე თქმით, ის მიესალმება საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში, მას შემდეგ, რაც ყველა პუნქტი შესრულდება, თუმცა შიდა პრობლემები და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, საქართველოს ამ გზაზე აფერხებს. "გვახარებს მოლდოვის და უკრაინის მიღწეული წარმატება. გვაქვს რეგულარული კონტაქტი საქართველოს ხელისუფლებასთან ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, არსებობს შიდა პრობლემები, რომლებიც უნდა გადაწყდეს. ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ, საქართველო წინ წავა. ჩვენ მივესალმებით საქართველოს გაწევრიანებას მას შემდეგ, რაც ეს შიდა პრობლემები გადაწყდება და ყველა პუნქტი შესრულდება. სამწუხაროდ, ზოგი შიდა პრობლემა, და დემოკრატიული პროცესების ნაკლებობა, აფერხებს საქართველოს ამ გზაზე", - განაცხადა ჰაავისტომ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)