|
2023-01-23 16:46:51, 796 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე საქართველოში სომხეთის რესპუბლიკისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩებს შეხვდა
დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სომხეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, აშოტ სმბატიანთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩ აჰმედ იბრაჰიმ აჰმედ ტაჰერ ალ ნუაიმისთან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, შეხვედრებზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის რიგი მიმართულებები განიხილეს და გამოხატეს მზადყოფნა, რომ ურთიერთობები უფრო განვითარდეს. „სომხეთის ელჩთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა დაძმობილებულ ქალაქებს - თბილისსა და ერევანს შორის სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, კულტურის სფეროში არსებულ თანამშრომლობას და ქალაქებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობას. თბილისის მერმა სომხეთის ელჩს მჭიდრო თანამშრომლობა აღუთქვა. არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ტურიზმის, ბიზნესისა და ვაჭრობის მიმართულებით. დედაქალაქის მერმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის არსებულ უვიზო მიმოსვლის რეჟიმსა და პირდაპირი ავიამიმოსვლის მნიშვნელობაზე, რაც მისი თქმით, ხელს უწყობს ტურიზმის ორმხრივად განვითარებას. შეხვედრაზე ასევე, ხაზი გაესვა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებსა და საქართველოს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმებაზე მიმდინარე მოლაპარაკებებს, რაც მხარეთა შეფასებით, ბიზნესის და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით, უდიდეს პოტენციალს ქმნის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)