|
2023-01-21 17:56:30, 1072 ნახვა
პოლიტიკა
პრიგოჟინი კირბის - შეგიძლიათ დაასახელოთ რა დანაშაულები ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?
ბატონო, კირბი! მე თქვენთან კითხვა მაქვს: შეგიძლიათ დაასახელოთ რა დანაშაულები ჩაიდინა ვაგნერის ჯგუფმა?“, - წერს რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინარტორ ჯონ კირბის. ჯონ კირბისადმი პრიგოჟინის წერილს მისი პრესსამსახური ავრცელებს. 20 იანვარს აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინარტორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ფინანსთა სამინისტრო რუსულ სამხედრო დაჯგუფება ვაგნერს "საერთაშორისო კრიმინალურ ორგანიზაციად" აღიარებს. ვაგნერის დაჯგუფება სამხედრო ფორმირებაა, რომელსაც რუსეთში იურიდიული სტატუსი აქვს. მისი შემქმნელი და მფარველი ევგენი პრიგოჟინია, რომელიც პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრია, ჯონ კირბმა განაცხადა, რომ ჩადენილი დანაშაულებების გამო ვაგნერ ჯგუფის წინააღმდეგ სანქციები ამოქმედდება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)