|
2023-01-20 20:43:14, 971 ნახვა
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა და ვოლოდიმირ ზელენსკიმ სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ოფისში განაცხადეს. ლიდერებმა საუბრისას განიხილეს თურქეთიდან უკრაინისადმი ჰუმანიტარული და ენერგეტიკული მხარდაჭერა, ასევე მარცვლეულის დერეფნის ფუნქციონირება. ერდოღანმა ასევე განაცხადა, რომ პატიმრების გაცვლაზე მუშაობა გრძელდება და გამოთქვა მზადყოფნა შეიტანოს დიპლომატიური წვლილი ზაპორიჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე მიმდინარე პროცესის დაჩქარებაში. „პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი მზად არის აიღოს ფასილიტატორის და შუამავლის როლი რუსეთსა და უკრაინას შორის ხანგრძლივი მშვიდობის დამყარებისთვის“, - ნათქვამია გამოქვეყნებულ წერილში. შეგახსენებთ, 16 იანვარს ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სადაც კიდევ ერთხელ გაიმეორა შეთავაზება უკრაინასა და რუსეთს შორის შუამავლობის შესახებ.
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
TBC შეთავაზება ბიზნესებს - სალარო აპარატი და POS ტერმინალი ერთ მოწყობილობაში, უფასოდ
საია: სადამსჯელო რაზმების შექმნა აზრისა და გამოხატვის ჩახშობის ტენდენციის გაგრძელებაა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)