21:45 - 26 Jul, 2026
|
2023-01-20 16:28:08, 818 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი რამშტაინში უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ორგანიზებულ უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას დაესწრო. თავდაცვის უწყების ცნობით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა გერმანიაში, აშშ-ის რამშტაინის საჰაერო ბაზაზე კიდევ ერთხელ შეკრიბა პარტნიორი თავდაცვის მინისტრები და მაღალი რანგის სამხედრო პირები. შეხვედრაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად შექმნილი ვითარება და ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საჭიროებები განიხილეს. ასევე, საუბარი შეეხო აშშ-ის მოკავშირეებისა და პარტნიორების წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)