|
2023-01-18 14:03:54, 1382 ნახვა
პოლიტიკა
ლავროვი - რუსეთ-საქართველოს კონტაქტები აქტიურად ვითარდება, იმედია პირდაპირ ფრენებს მალე განვაახლებთ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენები მალე აღდგება. როგორც ლავროვმა მოსკოვში, 2022 წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მოხარულია, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობები აქტიურად ვითარდება. „მოხარული ვარ, რომ ჩვენს ხალხს შორის კონტაქტები აქტიურად ვითარდება. შარშან მითხრეს, რომ საქართველოს მშპ 10%-ით გაიზარდა, დიდწილად ტურიზმისა და რუსეთის ფედერაციასთან სავაჭრო ურთიერთობების გამო. იმედი მაქვს, რომ მალე შევძლებთ განვაახლოთ პირდაპირი ფრენები“, - განაცხადა ლავროვმა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების განახლების შესახებ საუბარი დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, დენის გონჩარმა პროპაგანდისტულ მედია TASS-თან ინტერვიუში თქვა, რომ რუსეთი პირდაპირი ფრენების განახლებასა და მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას განიხილავდა, თუკი ამისთვის აუცილებელი წინაპირობები ჩამოყალიბდება. შეგახსენებთ, რომ ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 2019 წლის 21 ივნისს გამოსცა. ამის მიზეზი კი, საქართველოში 2019 წლის ივნისში მიმდინარე ანტისაოკუპაციო აქციები გახდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)