|
2023-01-17 23:05:58, 1335 ნახვა
პოლიტიკა
მელია - კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი აქვს
მე კეზერაშვილთან ციხიდან გამოსვლის შემდეგ მქონდა რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავჯდომარემ, ნიკა მელიამ განაცხადა. მისივე თქმით, კეზერაშვილს პარტიაში არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი აქვს. მან დასძინა, რომ მისი თავჯდომარეობის პერიოდში "ნაციონალურ მოძრაობაში" ვერავინ ვერ გაჩერდება, რომელიც წარმოჩინდება, როგორც უანგარო მხარდამჭერი და მეორეს მხრივ, ნათლად გამოჩნდება სხვა ინტერესები. "არცერთ ადამიანს ჩემი თავმჯდომარეობის პირობებში, მითუმეტეს გარედან, რომელიც ერთი შეხედვით წარმოჩინდება როგორც უანგარო მხარდამჭერი და მეორეს მხრივ, ძალიან ცოტა ხანში ნათლად დავინახავ, რომ სხვა ინტერესი აქვს, გაქანება არ ექნება ამ პარტიაში. იმიტომ, რომ თუ კი ჩვენ რამე განგვასხვავებს ძალიან ბევრ კონტექსტში, ძალიან ბევრ კრიტერიუმში ქართული ოცნებისგან, არის არაფორმალური მმართველობის არარსებობა ჩვენს პარტიაში "რა თქმა უნდა, მე ბატონ კეზერაშვილთან მქონდა ციხიდან გამოსვლის შემდეგ რამდენიმეთვიანი თანამშრომლობა, მაგრამ თანამშრომლობა და კონტროლი ორი სხვადასხვა რამ არის, თანამშრომლობის სურვილი პარტიასთან და მისი კონტროლის წადილი ორი სხვადასხვა რამ არის. ამიტომ, მე როდესაც დავრწმუნდი ამ ადამიანის შემთხვევაში, რომ მას აქვს არც მეტი, არც ნაკლები, არაფორმალური გავლენის შემოტანის სურვილი, ზოგ შემთხვევაში ჩემი გვერდის ავლით, მე მასთან შევწყვიტე ურთიერთობა" - განაცხადა მელიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)