23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-17 17:51:08, 1575 ნახვა

სამართალი
ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საომრად წასვლა სურდა

ბელარუსში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც უკრაინაში საბრძოლველად წასვლა სურდა. აღნიშნულ ინფორმაციას ბელარუსის სამთავრობო არხი "ბელარუს 1" ავრცელებს.

მედიასაშუალების მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ 36 წლის გიორგი ზირაქაშვილი პოლონეთში ცხოვრობდა და ტაქსის მძღოლად მუშაობდა. პოლონეთიდან საქართველოში დაბრუნების შემდეგ, მას, წესების დარღვევის გამო, ევროკავშირში შესვლა აეკრძალა. 

მედიის მტკიცებით, საქართველოში ყოფნისას, ზირაქაშვილმა ქართულ ლეგიონში გაწევრიანება და უკრაინის მხარეზე ბრძოლა გადაწყვიტა, საელჩომ კი, ურჩია უკრაინაში ბელარუსის, პოლონეთის ან მოლდოვის გავლით წასულიყო.

ტელევიზია ირწმუნება, რომ ზირაქაშვილმა "უკრაინაში გადასასვლელად" მინსკში უკრაინის საელჩოს მიმართა და მისი დაკავებაც უშიშროების ძალების მიერ ბელარუსში მოხდა.

"ბელარუს 1"-მა უკრაინის საელჩო ომისთვის ადამიანების დაქირავებაში დაადანაშაულა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics