|
2023-01-16 17:28:34, 868 ნახვა
პოლიტიკა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა
გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ქრისტინე ლამბრეხტმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ლამბრეხტს აკრიტიკებდნენ კიევისთვის არასაკმარისი მხარდაჭერისა და არმიის რეფორმების გაჭიანურების გამო. ლამბრეხტი ასევე მოექცა კრიტიკის ქვეშ, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მან თავისი შვილი სამხედრო ვერტმფრენით წაიყვანა სამოგზაუროდ. მან ასევე დიდი კრიტიკა მიიღო, ახალი წლის ღამეს გამოქვეყნებული ვიდეოს გამო, სადაც უკრაინა ნახსენები არ არის, და ის პოზიტიურად საუბრობს პირად შეხვედრებზე და გამოცდილებაზე, რომელიც მან ევროპაში წარმართული ომით მიიღო. „ომი მძვინვარებს შუა ევროპაში. და ეს ნიშნავდა ჩემთვის უამრავ განსაკუთრებულ გამოცდილებას, რომლის მიღებაც შევძელი. ბევრი, შეხვედრა მქონდა საინტერესო, შესანიშნავ ადამიანებთან“, - განაცხადა ქრისტინე ლამბრეხტმა. ”მედიის ფოკუსირება თვეების განმავლობაში არ იძლევა ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქებისა და განხილვის საშუალებას.", - განაცხადა ლამბრეხტმა გადადგომის განცხადებაში. შეგახსენებთ, გასული წლის აპრილში, გერმანიის ბუნდესტაგმა უმრავლესობით დაამტკიცა უკრაინას მძიმე იარაღისა და დახვეწილი იარაღის სისტემების მიწოდება.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)