00:42 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 15:12:10, 879 ნახვა

პოლიტიკა
მელია - საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ბრუტალურად ზღუდავენ

საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ,- ასე გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ყვარელში, ევროატლანტიკურ ცენტრთან მომხდარს, სადაც ლევან ბერძენიშვილს ლექციის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მისი თქმით, ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი.

„წარსულშიც და ახლაც, საქართველოს მოწინავე პატრიოტები მის უკეთეს ბედს განათლებას უკავშირებდნენ. ასე იყო ერეკლე მეფეც. არ შეიძლება მის სახელს ილია ჭავჭავაძეზე ლექციის ჩასაშლელად და განათლების საწინააღმდეგოდ იყენებდნენ.

გუშინ ყვარელში პოლიციამ კიდევ ერთხელ დაუშვა კანონით დაუშვებელი. საქართველო არ შეიძლება იყოს ქვეყანა, სადაც შეკრებისა და  გამოხატვის თავისუფლებას ასე ბრუტალურად ზღუდავენ. ეს რუსული მეთოდია. საქართველო გააგრძელებს გზას ევროპისკენ“,- წერს მელია.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ყვარელში, ევრო-ატლანტიკურ ცენტრში, სადაც პოლიტიკოს ლევან ბერძენიშვილს ლექცია უნდა ჩაეტარებინა, რაიონებიდან ჩამოყვანილმა პირებმა გზა გადაუკეტეს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics