00:44 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-16 11:30:17, 846 ნახვა

პოლიტიკა
იუკნევიჩიენე - ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს

ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიენე სოციალურ ქსელში წერს.

იუკნევიჩიენეს თქმით, ვახტანგ კიკაბიძე იყო ადამიანი დიდი გულითა და სინდისით.

"ჩვენი თაობისთვის ის იყო როგორც ჩვენიანი. ჩვენ მაშინ არ ვიცოდით, რომ ის იმ „გრუზიას” წარმოადგენდა, რომელსაც ახალ საქართველოს ვუწოდებთ.

ადამიანი დიდი გულითა და სინდისით.

ვახტანგ კიკაბიძე დიდ წინააღმდეგობას უწევდა ბიძინა ივანიშვილს, რომელიც თავის ერს აშინებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შეერთება ომს გამოიწვევს, რომ ევროკავშირს სურს მათი ჩაბმა ომში, რომ ისინი არ დაიკავებენ მხარეებს ამ კონფლიქტში (?!).

ღმერთმა დაუმკვიდროს მის სულს ადგილი, ამ მართალ და წრფელ ადამიანს”,- წერს იუკნევიჩიენე.

შეგახსენებთ, რომ ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბუბა კიკაბიძეს 19 იანვარს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდები 17 და 18 იანვარს ქაშვეთის ეკლესიაში გაიმართება.

19 იანვარს კი მას თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან გამოასვენებენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics