|
2023-01-13 17:30:54, 1259 ნახვა
პოლიტიკა
გოშევსკა - ჩვენ შევძლებთ საქართველოს ხელისუფლებასთან გამარჯვებას და სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანას
"მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!", ამის შესახებ პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერმა, მალგოჟატა გოშევსკამ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა იპოვოს მისაღები გამოსავალი მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ის გამოეხმაურა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და სხვა ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების საკითხს , და სიტუაცია დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის შესრულების გამო, ხელისუფლების მხრიდან შურისძიებად შეაფასა. "ვისაუბრე პოლონეთის სახელმწიფოს ქმედებებზე მიხეილ სააკაშვილის დასაცავად, საქართველოს ხელისუფლების მიმართ მუდმივ მიმართვაზე, იპოვონ მისაღები გამოსავალი საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით. მე ხაზგასმით აღვნიშნე მცდელობები, რომ ეს საკითხი საერთაშორისოდ აქტუალური გახდეს და ჩვენი უცხოელი პარტნიორების მობილიზება მოხდეს. ვისაუბრეთ, ასევე, ნიკა გვარამიასა და ოპოზიციური მედიის სხვა წარმომადგენლებზე, რომელთა შემთხვევა საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიქმება, როგორც შურისძიება ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტური საქმიანობის გამო. საუბარში ასევე შევეხე საქართველოს შიდაპოლარიზაციის პრობლემებს, ხელისუფლების მიერ დემოკრატიული პრინციპების დარღვევას, მმართველი პარტიის ხაზის საწინააღმდეგო შეხედულებების მქონე ადამიანების დევნას, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დარღვევას და ღია მხარდაჭერას ბ.ივანიშვილის ხელისუფლების მიერ მჯერა, რომ ჩვენ საბოლოოდ შევძლებთ ამ ბრძოლაში საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან გამარჯვებას და მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას. პოლონეთისა და პოლონელების დიდი მეგობარი უბრალოდ იმსახურებს ამას!", - განაცხადა გოშევსკამ. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატ ნონა მამულაშვილსა და პოლონეთის სეიმის ვიცე-სპიკერის, მალგოჟატა გოშევსკას შორის შეხვედრა შედგა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)