|
2023-01-12 17:06:14, 1329 ნახვა
პოლიტიკა
ხაჭაპურიძე - უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს გაუწევს საქართველო ანგარიშს, რომ სააკაშვილი გადაარჩინონ
უკრაინული მხარე დაინტერესდა თუ რომელ სახელმწიფოს შეიძლება გაუწიოს საქართველომ ანგარიში, რომ გადაარჩინონ ადამიანი, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ უკრაინის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, ანდრეი კასიანოვთან საუბრის შემდეგ განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის მათი მოქალაქე და ყველაფერს გააკეთებენ დიპლომატიურად და სამართლებრივად, იმისთვის, რომ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე გადარჩეს. "ისინი დაინტერესდნენ დაცვას რა სტრატეგია აქვს, რას ვაპირებთ, როგორ ვაპირებთ, რამდენი მოწმე უნდა დაიკითხოს, რამდენ ხანში შეიძლება ეს გაგრძელდეს, რა რესურსი აქვს სააკაშვილს, რა შეუძლიათ გააკეთონ, დაინტერესებულები არიან და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ყველაფერს გააკეთებენ და ჩვენც ასევე ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ბატონი ზელენსკის პოზიცია, რაც მან გააჟღერა ოფიციალურად, განვახორციელოთ ცხოვრებაში, რომ ამ ადამიანს მიეცეს შესაძლებლობა საზღვარგარეთ ადეკვატური მკურნალობა ჩაიტაროს", - განაცხადა ხაჭაპურიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)