20:34 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 16:32:04, 2177 ნახვა

ომი უკრაინაში
რიკარდ იოზვიაკი - უკრაინამ მოითხოვა, რომ ევროკავშირის ბოლო სანქციებში ბელარუსი არ მოხვედრილიყო

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა სანქციების ბოლო პაკეტებში რუსეთის ფედერაციასთან ერთად ბელარუსი არ დასაჯა, არის თავად უკრაინის მოთხოვნა, - ამის შესახებ რადიო თავისუფლების კორესპონდენტი რიკარდ იოზვიაკი წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

„ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ევროკავშირმა სანქციების ბოლო პაკეტებში რუსეთის ფედერაციასთან ერთად ბელარუსი არ მოახვედრა, არის ის, რომ უკრაინამ სთხოვა მასში მინსკი არ ჩაერთოთ“, - წერს ჟურნალისტი Twitter-ზე.

როგორც ცნობილია, ბრიუსელმა  დააჩქარა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობა - წევრ ქვეყნებს სურთ მიიღონ ახალი პაკეტი უკრაინა-ევროკავშირის სამიტამდე, რომელიც თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი.

სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობისას საუბარი იყო ბელარუსის დასანქცირებაზეც, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო მოქმედებების მხარდაჭერის გამო. ამ შემთხვევაში, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, საუბარია „ბელარუსის სანქციების სინქრონიზაციაზე რუსულთან, განსაკუთრებით სექტორულთან, იმ ადგილებში, სადაც მინსკი თანამშრომლობს მოსკოვთან“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
დროა: ელენე ხოშტარია ციხიდან ვივამედში გადაჰყავთ, უკვე გზაშია
საგანძურის მარათონი დაიწყო - შემოუერთდი საგანძურის მაძიებლებს თიბისის მობაილბანკში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics