|
2023-01-12 14:34:00, 1285 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი - პოდოლიაკი ან უტიფრად აგრძელებს ენმ-ს პოლიტიკას ან ვერ ხედავს რა ხდება
პოდოლიაკის გამოთქმა, შეფასებები არის უტიფარი, - ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" დეპუტატი გიორგი ვოლსკი, საქართველოსთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას. ვოლსკის შეფასებით, მას შემდეგ, რაც საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ არაერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო, პოდოლიაკი ან "უტიფრად აგრძელებს ენმ-ის პოლიტიკას", ან ვერ ხედავს, რა ხდება. "თუ ის იმის შემდეგ ვერ მიხვდა, ვისკენ არის საქართველო, რაც განსაკუთრებით მას შემდეგ, ქვეყანამ რუსეთის მიმართ ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღო, როგორებიც არის, მათ შორის ტრიბუნალისთვის მიმართვა, მათ შორის რუსეთის გარიცხვა მთელი რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, ის ან უტიფრად აგრძელებს „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკას, რაც ასევე არ არის გასაკვირი, ან პრაქტიკულად, ვერაფერს ხედავს უკრაინის გარშემო, რეგიონში რა ხდება", - ამბობს ვოლსკი. ცნობისთვის, მიხაილო პოდოლიაკი „გოლოვანოვთან“ ინტერვიუში საქართველოს მიერ კიევისთვის საზენიტო-სარაკეტო კომპლექს „ბუკის“ გადაცემაზე უარს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ომის ათთვენახევრის შემდეგაც კი, საქართველოს მთავრობას არ ესმის, თუ ვის მხარეს უნდა იყოს“. მისივე თქმით, "ქართველმა ხალხმა უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც თავის დროზე ასეთი მთავრობა აირჩია".
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)