21:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 10:41:47, 1722 ნახვა

ომი უკრაინაში
Maxar-მა სოლედარის ნგრევის მასშტაბების ამსახველი სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა

Maxar Technologies-მა დონეცკის ოლქის ქალაქ სოლედარის სატელიტური ფოტოები გამოაქვეყნა. 

კომპანია, რუსული აგრესიით გამოწვეული ნგრევის მასშტაბების შესადარებლად, Twitter-ზე სოლედარის 2022 წლის 1-ელ აგვისტოსა და 2023 წლის 10 იანვარს გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს.

„უკრაინის ქალაქ სოლედარის დამატებით სატელიტურ სურათებზე (2022 წლის 1 აგვისტო) და შემდეგ (10 იანვარი, 2023), ჩანს შენობები, რომლებიც თვეების განმავლობაში ბრძოლისა და საარტილერიო ცეცხლის შედეგად, მთლიანად განადგურებულია“, - ნათქვამია Twitter-ზე გამოქვეყნებულ კომპანიის განცხადებაში.

ცნობისთვის, რუსეთის დაქირავებული ჯგუფის "ვაგნერის" ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მისმა ძალებმა სოლედარის აღება დაასრულეს.

ქალაქის აღების შესახებ ინფორმაციას უარყოფს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. სახელმწიფოს მეთაურის თქმით, "დონეცკის მიმართულება დგას და ბრძოლა გრძელდება". 

სოლედარის შესახებ ცნობებს ავრცელებს CNN-იც, რომლის გადამღები ჯგუფიც ქალაქთან ახლოს იმყოფება. როგორც ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინა სოლედარში მძიმე ბრძოლებს აგრძელებს, უკან დახევის ნიშნები არ არის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics