21:54 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-12 10:34:01, 1723 ნახვა

ომი უკრაინაში
ISW - რუსეთი 2023 წელს შეტევითი ოპერაციების მხარდაჭერას ვერ შეძლებს

სამხედრო-სამრეწველო ბაზის უუნარობა დაძლიოს საბრძოლო მასალის დეფიციტი, ხელს შეუშლის რუსეთის ჯარების შესაძლებლობას მხარი დაუჭირონ შეტევითი ოპერაციების აღმოსავლეთ უკრაინაში 2023 წელს,- აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკული „ომის შესწავლის ინსტიტუტის“ (ISW) ავრცელებს.

ანალიტიკოსების თქმით, რუსეთის საარტილერიო ცეცხლის ყოველდღიური ინტენსივობა ზოგიერთ რაიონში 75%-ით შემცირდა, რაც ისტორიულად დაბალი მაჩვენებელია უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან.

"რუსულმა ჯარებმა შემცირებული მარაგების გამო, სავარაუდოდ, შეამცირეს დაბომბვა, ან გადაიხედეს ტაქტიკას. ამასთან, რუსულმა ძალებმა ადრე ამოწურეს თავიანთი 122 მმ და 152 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვების და სხვა საბრძოლო მასალის რეზერვები 2022 წლის ზაფხულში, იმ ვარაუდით, რომ გადაჭარბებული საარტილერიო ცეცხლი უფრო სწრაფ შედეგებს გამოიწვევდა.

რუსულმა  ძალებმა ახლა უნდა გადაიტანონ დამატებითი ჭურვები და შეიძინონ დამატებითი საბრძოლო მასალა უცხო ქვეყნებიდან, რათა თავიდან აიცილონ ასეთი დეფიციტი, რაც გამოიწვევს ცეცხლის შემცირებულ ტემპს“ - აცხადებენ ISW-ში.

მათივე ცნობით, რუსეთში სულ უფრო და უფრო აღიარებულია, ფუნდამენტური პრობლემები, როგორიცაა საბრძოლო მასალის ნაკლებობა და ჯარების მიწოდების შეუძლებლობა, სერიოზულად აფერხებს შეტევითი ოპერაციების ჩატარებას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics