|
2023-01-11 22:15:45, 1417 ნახვა
პოლიტიკა
იური კამელჩუკი - საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს
"საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი გვითხრა.", - ამის შესახებ რადას დეპუტატმა იური კამელჩუკმა განა ცხადა. მისივე თქმით, როდესაც საქართველო განიცდიდა რუსეთის აგრესიას, უკრაინის მიზანი ქართველი ერის დახმარება იყო, ახლა ამ მდგომარეობაში უკრაინაა და სამხედრო დახმარებაზე საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა. მან დასძინა, რომ "ქართული ოცნების" ლოგიკით მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და უკრაინის პარტნიორები ამ ომში არიან ჩართულნი. "რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გასაწევად საქართველოსთვის იარაღის მიწოდება, მეგობრული ჟესტია. ჩვენი მიზანი იყო მძიმე დროს ქართველ ერს დავხმარებოდით. დღეს იგივე მდგომარეობაში იმყოფება უკრაინა და ყველა პარტნიორს ვთხოვთ რუსული აგრესიის შესაჩერებლად იარაღით დაგვეხმაროს. საქართველოს რუსული ძალა და პრორუსი ოლიგარქი მართავს. არც გვიკვირს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი გვითხრა. საქართველოს ომში ჩართვა? ოცნების ლოგიკით მესამე მსოფლიო ომი მიმდინარეობს და ჩვენი პარტნიორები რუსეთთან ომში ჩართული არიან. აზრს მოკლებული ლოგიკაა. სამწუხაროდ ეს საქართველოს პრორუსული ხელისუფლების აზრია. ისინი რუსეთთან თანამშრომლობენ და ასრულებენ იმ ვალდებულებებს რომელიც აღებული აქვთ. 15 წლის შემდეგ ახლა გაახსენდათ ბუკების ამბავი?! აქამდე რატომ დუმდნენ?! აზრს მოკლებული პრეტენზიაა. დარწმუნებული ვარ, რომ ვერაფერს იპოვიან, მსგავსი არაფერი ყოფილა. დაგვეხმარონ, გამოგვიგზავნონ ბუკის საზენიტო სისტემები, თუ დაზიანებულია, ჩვენ თვითონ შევაკეთებთ და ომში გამოვიყენებთ. საქართველოს მთავრობის მიერ გამოთქმულ პრეტენზიებს, ჩვენთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს", - განაცხადა იური კამელჩუკმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)