10:57 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-11 15:35:38, 1557 ნახვა

რეგიონი
ქედაში განათლებისა სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს ქედაში,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და გაეროს ბავშვთა ფონდის ერთობლივი პროექტის ,,მუნიციპალური შესაძლებლობების გაძლიერება ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ კანონის და ეროვნული სტანდარტების განხორციელებაში"  ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

პრეზენტაციას  პროექტის კონსულტანტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ნინო ცინცაძე უძღვებოდა.

შეხვედრის მიზანს  სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობისა და მათი ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, მუნიციპალიტეტის  სტრატეგიის შემუშავება წარმოადგენდა.

შეხვედრას  ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე,   განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა სტრუქტურული ერთეულისა, ასევე საგანმანათლებლო რესურსცენტრის  წარმომადგენლები, ბავშვის უფლებების დაცვის განყოფილება და  ბაგა-ბაღების  გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics