|
2023-01-10 18:10:05, 978 ნახვა
პოლიტიკა
ბადრი ჯაფარიძე - რუსეთმა მიიღო სარგებელი იმით, რომ დღეს საქართველოს ღრმაწყლოვანი პორტი არ აქვს
"სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები.", - ამის შესახებ პარტია "ლელოს" ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ, საქართველოში ჩამოსულ ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესთან, შეხვედრისას ისაუბრა. მისივე თქმით, 300 მილიონი დოლარი არის სწორედ ის თანხა, რომელიც სახელმწიფომ ანაკლიის პორტში უნდა ჩადოს იმ შემთხვევაში, თუ მას 51%-იანი მონაწილეობა სურს ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში კი ასეთი თანხა არ არსებობს. "ჩვენ ვისაუბრეთ ამ თემებზე, როგორ უნდა განმტკიცდეს საქართველოს უსაფრთხოება, როგორ დაჩქარდეს ჩვენი ქვეყნის ინტეგრირება დასავლურ სტრუქტურებში. ვისაუბრეთ სტრატეგიულ პროექტებზე, როგორიცაა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი. 300 მილიონი დოლარი, რომელიც აუცილებელია იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფოს უნდა 51%-იანი მონაწილეობა ამ პროექტში, სახელმწიფო ბიუჯეტში ასეთი თანხა არ არსებობს. სახელმწიფო, რომელმაც სარგებელი მიიღო იმით, რომ დღეს საქართველოს არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი, არის რუსეთის ფედერაცია, რომელმაც ამ პერიოდში განავითარა თავისი ღრმაწყლოვანი პორტები.", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)