|
2023-01-10 16:11:50, 868 ნახვა
პოლიტიკა
დავითულიანი - „ოცნების“ ბევრი წევრი ვემხრობით ხაბეიშვილის კანდიდატურას, მაგრამ ამ ჩანაწერთან კავშირი არ გვაქვს
"ქართული ოცნების" ბევრი წევრი ენმ-ის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის კადიდატურას ვემხრობით, მაგრამ ამ ჩანაწერთან კავშირი არ გვაქვს, - ამის შესახებ მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, ბექა დავითულიანმა გავრცელებულ აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა. დავითულიანის თქმით, ეს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა. "ბრალს გვდებენ - გუშინ გვდებდნენ ყოველ შემთხვევაში, რომ ამ ჩანაწერთან კავშირი აქვს ხელისუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ბევრი წევრი ისევე, როგორც მე, "ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში ვემხრობით ლევან ხაბეიშვილის კანდიდატურას, ამ ჩანაწერთან არავითარი კავშირი არ გვაქვს. ეს არის "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერა. თვითონ პარტიის წევრები გამოვიდნენ და პირდაპირ დაადეს ხელი ვანო მერაბიშვილს", - აცხადებს დავითულიანი. ცნობისთვის, გუშინ, 9 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა აუდიოჩანაწერი, რომლის ავთენტურობაც დადგენილი არ არის. ჩანაწერის მიხედვით, ენმ-ის მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)