|
2023-01-09 21:45:30, 986 ნახვა
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი - ბუკის სისტემა ქართულმა მხარემ შეიძინა და მასში ათობით მილიონია გადახდილი
რა თქმა უნდა, ბუკის სისტემა ქართულმა მხარემ შეიძინა და მასში ათობით მილიონია გადახდილი, 2008 წელს ომის დაწყებამდე და ეს ქართული მხარისთვის არავის უჩუქები", - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრაველოსობის წევრი, დავით მათიკაშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ანდრია კასიანოვს, რომელმაც განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს 2008 წლის ომში გადაცემულ საზენიტო-სარაკეტო “ბუკის” სისტემების უკან დაბრუნებას სთხოვს. მისივე თქმით, უკრაინის დახმარების სამი ძირითადი კომპონენტია, ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო, პირველ ორ კომპონენტში კი, საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის მოწინავე ადგილს იკავებს და ომის დაწყების დღიდან უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს. „რა თქმა უნდა, ბუკის სისტემა ქართულმა მხარემ შეიძინა და მასში ათობით მილიონია გადახდილი, 2008 წელს ომის დაწყებამდე და ეს ქართული მხარისთვის არავის უჩუქებია, ისევე როგორც ჯაველინები იქნა შეძენილი ქართული მხარის მიერ. მაგრამ აქ მთავარი ეს არ არის, იცოდა თუ არა, მან ბევრად მეტი უნდა იცოდეს. უკრაინის დახმარების სამი ძირითადი კომპონენტია, ჰუმანიტარული, პოლიტიკური და სამხედრო. პირველ ორ კომპონენტში, ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ კომპონენტში საქართველო გახლავთ მსოფლიოში ერთ-ერთი ლიდერთაგან, რომელიც ომის დაწყების დღიდან უკრაინას მაქსიმალურ დახმარებას უწევს. საუბარია ჰუმანიტარული დახმარების იმ მასშტაბზე, რომელიც საქართველოდან არასდროს არ გასულა მისი დამოუკიდებლობიდან დღემდე, მაგრამ, ომის დაწყების პირველივე დღიდან საქართველომ ხმამაღლა და ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ის ომში არ ჩაერთვება. ის არ გახდება ომის მონაწილე მხარე და ეს უნდა იყოს ჩვენი მეგობარი ქვეყნის პოლიტიკური წარმომადგენლებისთვის ძალიან კარგად გასაგები. როგორც კი შენ, როგორც სახელმწიფო ან მოხალისეების გაგზავნა უზრუნველყოფ ომში, ან აწვდი იარაღს ერთ-ერთ მხარეს, შენ ავტომატურად ხდები ომის მონაწილე და ომის ქარ-ცეცხლი მაღალი ალბათობით შეიძლება შენთანაც გადმოვიდეს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)