|
2023-01-06 20:19:02, 990 ნახვა
საზოგადოება
ქართველი ტრანსგენდერის ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დადასტურდა
ბელგიის პოლიციამ ქართველი ტრანსგენდერის, ლიზა ქისტაურის დაღუპვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტრომ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. უწყების ინფორმაციით, ყველა საჭირო პროცედურა განხორციელდება. "ბელგიაში საქართველოს საელჩოში შევიდა ოფიციალური შეტყობინება საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ. საკონსულო მუდმივ კონტაქტზეა როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან, ასევე ადგილობრივ სამართალდამცავებთან. განხორციელდება ყველა საჭირო პროცედურა." - უთხრეს "ექსპრესნიუსს" საგარეო უწყებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიზა ქისტაური წამებით იყო მოკლული. ამავე ინფორმაციით, ტრანსგენდერი ქალი სავარაუდოდ მისმა პარტნიორმა მოკლა, რომელთან ერთადაც იყო გაუჩინარებული დეკემბრის ბოლო დღეებიდან.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)