23:40 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-06 12:25:15, 1532 ნახვა

სამართალი
ადვოკატი - ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ სააკაშვილის სასამართლო პროცესები ყოველდღიურად ჩატარდეს

საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე მოითხოვს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სხდომები ყოველდღიურ რეჟიმში ჩატარდეს. 

როგორც ხაჭაპურიძემ კლინიკა „ვივამედის“ დატოვების შემდეგ განაცხადა, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, რის გამოც სასამართლო პროცესზე დასწრებას ვერ შეძლებს.

"ეს უკვე მეექვსე გონების კარგვის შემთხვევაა მისი პატიმრობიდან, თუმცა იყო ყველაზე ძლიერი, როგორც თვითონ აღნიშნა. ჩაუტარდა რაღაც კვლევები, პასუხები ჯერ არ არის, თუმცა საკმაოდ ცუდად არის და ხვალინდელ პროცესზე ითხოვდა გადასვლას, მაგრამ ფიზიკურად შეუძლებელია.

ჩვენ ვაპირებთ მოვითხოვოთ, რომ სასამართლო პროცესები ჩატარდეს ყოველდღიურად, რაც შეიძლება გვიანობამდე“, - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. მომდევნო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 იანვარს გაიმართება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics