00:55 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-03 18:02:47, 1601 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ მესტიის რაიონში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მესტიის რაიონის სოფელ ეცერში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ 1 იანვარს, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, გ.ც-ს და გ.პ.-ს წარსულში არსებული უთანხმოების გამო, ფიზიკური დაპირისპირება მოუვიდათ  რ.ა.-სთან და გ.ა.-სთან. კონფლიქტის დროს, გ.ც.-მ , განზრახ მოკვლის მიზნით თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გ.ა.-ს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. იმავდროულად, რ.ა.-მ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე განახორციელა გასროლა გ.პ.-სა და რ.პ.-ს მიმართ, რის შედეგადაც გ.პ. გარდაიცვალა, ხოლო რ.პ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.

"სამართალდამცველებმა ბრალდებულები 2 იანვარს დააკავეს. გ.ც.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), ხოლო რ.ა.-ს 108-ე მუხლითა და 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს",- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics