01:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-02 11:36:26, 1733 ნახვა

ომი უკრაინაში
ასობით რუსი მობილიზებული დაიღუპა მაკევკაზე საარტილერიო დარტყმის დროს

1 იანვრის ღამეს დონეცკის ოლქის ანექსირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქი მაკიივკა სარაკეტო დარტყმების ქვეშ მოჰყვა, რის შედეგადაც 19-ე პროფესიული სასწავლებელი, სადაც რუსი სამხედროები იყვნენ განადგურდა. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი ტელეგრამის არხზე იუწყება.

უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, თავდასხმას 400-მდე რუსი ოკუპანტი ემსხვერპლა, 300 კი დაშავდა. უკრაინული მედია წერს, რომ მობილიზებულები პროფესიული სასწავლებლის შენობაში იყვნენ განლაგებული. Readovka-ს გამოცემა იუწყება, რომ დარტყმა HIMARS MLRS-დან იქნა მიყენებული.

ანექსირებული დონეცკის ე.წ რესპუბლიკის წარმომადგენლებმა TASS-ს დაუდასტურეს დარტყმა და განაცხადეს, რომ დაშავდა 15 ადამიანი.
პროფესიული სკოლის შენობაზე სარაკეტო თავდასხმის ცნობები ასევე დაადასტურა ანექსირებული დონეცკის „ინფორმაციის მინისტრის მოადგილემ“ დანიილ ბესონოვმა. თავის ტელეგრამის არხში მან მოუწოდა მართლმსაჯულების წინაშე დადგეს ისინი, ვინც გადაწყვიტეს სამხედრო პერსონალის ერთ შენობაში განთავსება.

მსგავსი პოსტები ასევე გამოჩნდა ტელეგრამის სხვა არხებზე, მათ შორის VGTRK-ის რეპორტიორის ალექსანდრე სლადკოვის, სამხედრო კორესპონდენტის ბორის როჟინის და მოსკოვის საქალაქო დუმის ვიცე-სპიკერის ანდრეი მედვედევის არხზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics