06:39 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-30 20:15:00, 1325 ნახვა

პოლიტიკა
ვოლსკი - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს

წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. განაცხადა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გია ვოლსკიმ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის გარშემო არიან დაქირავებული პროპაგანდისტული ორგანიზაციები, რომლებიც დიდი ოდენობით თანხას ხარჯავენ, იმ პროპაგანდის გასავრცელებლად, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს წამლავენ და ციხეში კლავენ.

"წარმოუდგენელია, რაც ახლა სააკაშვილის გარშემო ხდება - რევოლუციური კომიტეტი შექმნეს საავადმყოფოში, იმ ლუქსში, სადაც სააკაშვილი დროებით ცხოვრობს. არათუ მისი ჯანმრთელობა და ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ ედარდებათ, მისი სიცოცხლეც კი. თავის პროპაგანდისტურ აქტივობებში მოწამვლა, დამძიმება, პუტინის გვარი შემოიტანეს და დაიქირავეს უშველებელი პროპაგანდუსტული ორგანიზაცია, სადაც ფულს ხარჯავენ, მსოფლიოს ეუბნებიან, რომ მოწამლული სააკაშვილი უნდა მოკვდეს და ასე შემდეგ.

აქ არ არის მხოლოდ რეჟიმის დაცვის აუცილებლობა, არამედ აქცენტი გასაკეთებელია მისი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე. მეტიც, ხაზგასასმელი სწორედ ეს ნაწილია, სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოება ყველა მხრივ უნდა იყოს დაცული, მით უმეტეს მოწამვლის თემის გარშემო სრული თაღლითების შეკრება აუცილებლად მოითხოვს უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღებას"  - განაცხადა ვოლსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics