|
2022-12-29 17:06:58, 925 ნახვა
საზოგადოება
ოთარ შამუგია - მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც დღეს, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ
„სოფლის მეურნეობისთვის და, ზოგადად, ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მელიორაცია. მელიორაცია ის მიმართულებაა, სადაც დღეს, განსაკუთრებით, კლიმატის ცვლილების ფონზე, ჩვენს ფერმერებს მაქსიმალური მხარდაჭერა სჭირდებათ. მათ უნდა ჰქონდეთ სარწყავი წყლით სარგებლობის საშუალება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, არსებული ინფრასტრუქტურის განახლება, თანამედროვე ტექნოლოგიები, წვეთოვანი სარწყავი სისტემები და სხვა საჭირო მექანიზმები. მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, ჩვენ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 3.5-ჯერ არის გაზრდილი გასარწყავებული ფართობი: 45 ათასი ჰექტრიდან 160 ათას ჰექტარზე მეტი ფართობის მორწყვა უკვე შესაძლებელია. ეს არის ჩვენ მიერ განხორციელებული მასშტაბური პროექტების შედეგი, თუმცა, გასაკეთებელი კიდევ გვაქვს. აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე დონორთან - მსოფლიო ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, საფრანგეთის განვითარების სააგენტო, აზიის ბანკი; სავარაუდოდ, მომავალ წელს, ამ დონორებთან უკვე გვექნება შეთანხმება. მთლიანობაში, დაახლოებით, 250-300 მლნ დოლარამდე ინვესტირებას ვგეგმავთ სწორედ მელიორაციის და მიწის მართვის მიმართულებით“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ გადაცემის „ბიზნესპარტნიორი“ ეთერში სტუმრობისას. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, დონორების მხრიდან გამოყოფილ თანხას დაემატება ბიუჯეტის დაფინანსება, რომელიც, დაახლოებით, 70 მლნ ლარის ფარგლებშია და ყოველწლიურად მზარდი იქნება. „მელიორაციის მიმართულებით მსოფლიო ბანკთან ვთანამშრომლობდით. ამ სფეროში, დამატებით შემოდიან დონორები და ეს მნიშვნელოვანია. მომავალი წლების განმავლობაში, 1 მილიარდი ლარის მობილიზება ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შევძლებთ განვახორციელოთ მასშტაბური სარეაბილიტაციო პროექტები, რომლის შედეგად, როგორც გასარწყავებული ფართობები გაიზრდება, ასევე გაუმჯობესდება ფერმერების წყალუზრუნველყოფა. მნიშვნელოვანია, რომ გვალვის პერიოდში, როდესაც ფერმერებს ყველაზე მეტად სჭირდებათ წყალი, ჩვენ შევძლოთ სტაბილურად მიწოდების უზრუნველყოფა“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)