|
2022-12-28 13:08:05, 879 ნახვა
პოლიტიკა
კახა ოქრიაშვილი - დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს პოსტიდან „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ
დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არა მარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა კახა ოქრიაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თბილისის მერის საკრებულოში გამოსვლამ საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. "ბატონი კალაძის გამოსვლამ დღეს საზოგადოებას მისი რეალური სახე აჩვენა. ადამიანს არ გააჩნია ნამუსის ნატამალი. კალაძის მერიაში გამეფებულმა კორუფციამ შეიწირა 13 წლის ბავშვის სიცოცხლე და ამ ტრაგედიის შემოქმედი კალაძე თავადვე წუთიერი დუმილით პასუხობს ტრაგედიას. უკვე მერამდენედ უნდა შევახსენოთ ავტობუსების თემა - რატომ იყიდა „აღმშენებელმა“ კალაძემ ასობით ავტობუსი 250 000 ევროდ და რატომ გადაიხადა თითოეულში 70 000 ევროთი მეტი, ვიდრე ზუსტად იგივე ავტობუსებში ყველა დანარჩენმა დედაქალაქმა?! ამ კითხვაზე პასუხის გაცემა და ფულის დაბრუნება მალე მოგიწევთ. დარწმუნებული ვარ, 2023 წელს კალაძეს და არა მარტო კალაძეს „წუთიერი დუმილით“ გავაცილებთ პოსტიდან და საავტომობილო საცობებსაც მოევლება",- განაცხადა ოქრიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისის საკრებულოში დედაქალაქის მერის ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. კახა კალაძე მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ და განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებს განიხილავს. გარდა ამისა, საკრებულოში მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის დამტკიცებაზე იმსჯელებენ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)