08:54 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-27 19:38:33, 913 ნახვა

პოლიტიკა
ედუარდ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაში, მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს

დღეს მიხეილ სააკაშვილის შვილი ედუარდ სააკაშვილი ვივა მედის კლინიკაში, მამის მოსანახულებლად არ შეუშვეს. 

მანამდე სააკაშვილის მოსანახულებლად მისი დედა, გიული ალასანია იმყოფებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ არ აქვს ინფორმაცია თუ რას უკავშირდება მამის სანახავად მისული ედუარდ სააკაშვილისთვის ვიზიტზე უარის თქმა.

მან დასძინა, რომ მიხეილ სააკაშვილის
ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა, დამახასიათებელი სისუსტითა და უმადობით.

“გამკაცრებულია აქ წესები. არ ვიცი, ვირუსების გამო, თუ რაღაცის გამო, მე არ ვიცი. ედუარდის შემთხვევაში, მე არ ვიცი.

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, როგორც ყოველთვის. სისუსტე და უმადობა გრძელდება ისევ, ძალაშია. ძალიან ელოდებოდა თავის შვილს, რომლითაც ამაყობს", - თქვა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტის ვიზიტორებისთვის კლინიკა ვივა მედში რეგულაციები გამკაცრდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics