|
2022-12-27 09:36:30, 1002 ნახვა
პოლიტიკა
არესტოვიჩი სააკაშვილზე - ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში, საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე
ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩევლმა, ოლექსეი არესტოვიჩმა განაცხადა. მისი თქმით, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. "ჩვენ არ ვერევით საქართველოს შიდა საქმეებში. საუბარია სიცოცხლის გადარჩენაზე. ადამიანის ყველაზე მთავარი უფლების დაცვაზე. როდესაც ადამიანი კვდება და არსებობს ტოქსიკოლოგიური დასკვნა მოწამვლაზე, როდესაც მომაკვდავი პირი მონაწილეობს სასამართლოში და სასამართლო ვერ ეხმარება მას, ასეთი სასამართლო ვერ ჩაითვლება სამართლიანად. თქვენ გამოდიხართ ადამიანის მხარდასაჭერად რომელსაც საჩვენებლად ანადგურებენ ციხეში. ეს ადამიანობის წინააღმდეგ დანაშაულია",- განაცხადა არესტოვიჩმა. აღსანიშნავია, რომ რუსი უფლებადამცველის, მარკ ფეიგინის ინიციატივას 4 იანვარს საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად სხვადასხვა ქალაქებში საქართველოს საელჩოებთან აქცია გაიმართოს, ოლექსეი არესტოვიჩიც შეუერთდა. შეგახსენებთ, მანამდე რუსმა უფლებადამცველმა საქართველოს მესამე პრეზიდენტისგან მიიღო წერილი, რომელშიც ეწერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მოკვლის ბრძანება ვლადიმერ პუტინმა გასცა, ამერიკელმა ტოქსიკოლოგებმა კი, მისი ციხეში მოწამვლა დაადგინეს. ფეიგინი ექსპრეზიდენტის წერილს მალევე გამოეხმაურა და თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გადასარჩენად გეგმა უკვე არსებობდა, თუმცა გეგმის განხორციელებამდე, საქართველოს ხელისუფლების რეაქციას დაელოდებოდა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)