|
2022-12-26 15:18:03, 769 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა განახლებული პუშკინის სკვერი დაათვალიერა
თავისუფლების მოედანზე პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. განახლებული სკვერი დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე ანდრია ბასილაიასთან ერთად დაათვალიერა. „დავამთავრეთ პუშკინის სკვერის რეაბილიტაცია, რომელიც მთლიანად მოწესრიგდა და შესაძლებლობების ფარგლებში გაფართოვდა. გარდა ამისა, დაირგო ხე-მცენარეები; რეაბილიტირდა გარე განათება, ისე, რომ შეინარჩუნა პირვანდელი სახე; განთავსდა ახალი საპარკე ინფრასტრუქტურა. შადრევანიც განახლებულია და გაზაფხულიდან, რა თქმა უნდა, ჩაირთვება“, - განაცხადა კახა კალაძემ. ტერიტორიაზე დამატებით მოეწყო გამწვანებული სივრცეები და შეიცვალა გამწვანებული თარგების გეგმარება, გარდა ამისა, რეაბილიტირდა პუშკინის ბიუსტის კვარცხლბეკი. სამუშაოების ფარგლებში, განახლდა საფეხმავლო ბილიკები, განთავსდა ახალი საპარკე ინვენტარი, რეაბილიტირდა გარე განათება და დამატებით დამონტაჟდა ვიდეომეთვალყურეობის სისტემა. თარგებში ჩატარდა გამწვანების ღონისძიებები: ტერიტორიაზე შევიდა 656 კუბური მეტრი ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგო 758 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავები, მოეწყო სარწყავი სისტემა და 890 კვადრატულ მეტრ ფართობზე დაიგო ბალახის საფარი. სკვერის სამშენებლო სამუშაოები 1 400 800 ლარი დაჯდა, ხოლო ძეგლის კვარცხლბეკის რეაბილიტაციის ღირებულება 2397 ლარია. ადგილზე ასევე იმყოფებოდნენ მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ აბაშიძე.
ტრამპი: ერაყში მეტი ჯარისკაცი არ გვჭირდება
ზელენსკი: თუ პუტინი უკრაინაში წარმატებას მიაღწევს, ახალი ქვეყნების დაპყრობას შეეცდება
ტრამპი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს შესაძლოა ირანი და ჰეზბოლა დაემატოს
რუსეთმა განაცხადა, რომ საქართველო სატვირთო მანქანების გავლას ზემო ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)