15:18 - 23 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-25 18:34:40, 2420 ნახვა

სხვადასხვა
შეაჩერეთ უაზრო ომი უკრაინაში - რომის პაპმა საშობაო ქადაგებით მსოფლიოს მიმართა

რომის პაპმა ფრანცისკემ შობის დღესასწაულზე მოუწოდა უკრაინაში ომის დასრულებას და გაიხსენა ყველა დაუცველი, დაზარალებული კონფლიქტებით, ეკონომიკური კრიზისით და ძალაუფლების მქონეთა სიხარბე მთელ მსოფლიოში.

საშობაო წირვაზე ქადაგებისას პაპმა კონკრეტულად ახსენა კონფლიქტით განადგურებული ქვეყნები აფრიკა, სირია, მიანმარი, ჰაიტი და ირანი. მან ისაუბრა პალესტინა-ისრაელის კონფლიქტზე და თქვა უკრაინაზე:

"ჩვენი უკრაინელი ძმები და დები აღნიშნავენ შობას სიბნელეში და სიცივეში, სახლიდან მოშორებით 10 თვიანი ომის შედეგად გამოწვეული განადგურების გამო. მოგვეცი ძალა უფალო, დავეხმაროთ კონკრეტული ქმედებებით ყველას, ვინც ამ ტანჯვას განიცდის და გაანათლე მათი გონება, ვისი ძალაც არის იარაღი. დაუყოვნებლივ დასრულდეს ეს უაზრო ომი“, - მიმართა პაპმა სამყაროს ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან.

წინა წირვაზე, შობის წინა ღამეს, პონტიფიკოსმა ომზეც ისაუბრა. მან დაგმო ფულისა და დიდების გაუმაძღარი ხალხი. 

"ვგმობ ფულისა და დიდების გაუმაძღარი სურვილს და სამყაროს სადაც ომმა და უსამართლობამ ფეხქვეშ გათელა და დათრგუნა ადამიანის ღირსება და თავისუფლება. -თქვა პაპმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი- ევროკავშირში ხშირად ატარებენ შეხვედრებს, იმისთვის რომ საქართველო არ მიიწვიონ
კობახიძემ მოიტყუა, რომ ევროპარლამენტი არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს მთელ ტერიტორიაზე
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს პასუხისმეგებლობა დააკისრა საქმეზე, რომელიც გიორგი ანწუხელიძესა და სხვა მეომრებს ეხება
"ქართულმა ოცნებამ" ევროსასამართლოში გამოხატვის თავისუფლების საქმეზე დავა წააგო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics