03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-23 13:29:21, 1543 ნახვა

სამართალი
მარნეულის რაიონული პროკურატურის წარმომადგენელი თეთრიწყაროს მოსახლეობას შეხვდა

გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის - „არა ფემიციდს" ფარგლებში, მარნეულის რაიონული პროკურატურის სპეციალიზებულმა პროკურორმა, თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრთან თანამშრომლობით, სკოლის მოსწავლეებთან და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა.

გენერალური პროკურატურის ცნობით, პროკურატურის წარმომადგენელმა, შეხვედრის მონაწილეებს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებები, არსებული მიღწევები და გამოწვევები გააცნო. 

შეხვედრის მონაწილეებმა მიმოიხილეს ქალთა მიმართ გენდერული და ოჯახში ძალადობის, ასევე ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევი მიზეზები, გენდერული სტერეოტიპები და ქალთა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის ბარიერები. 

შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში წარიმართა: პროკურორმა და შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს საქმეების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლოში განხილვის ეტაპებთან დაკავშირებით, გამოთქვეს მოსაზრებები გენდერულ სტერეოტიპებზე და ისაუბრეს საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.

საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ფემიციდის წინააღმდეგ მასშტაბური საინფორმაციო კამპანის მხარდამჭერია აშშ-ის საელჩო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women).

ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანია ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენცია.

#არაფემიციდს
#მკვლელობაისჯებამკაცრად
#შეაჩერეფემიციდი
#სიყვარულიარკლავს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics