|
2022-12-22 16:06:27, 891 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა სააკაშვილის მდგომარეობა, თმის გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?!
თქვენც გჯერათ, რომ იმდენად მძიმეა მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა, რომ თმის გვერდზე გადავარცხნა და წვერის გაპარსვა ვერ მოახერხა?! მე არ მჯერა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. როგორც მდინარაძემ მედიის წარმომადგენლებთან თქვა, საქართველოს მესამე პრეზიდენტი "მსახიობობს". "მე არ მჯერა და არ სჯერა მოსახლეობის უდიდეს უმრავლესობას, რომელმაც დღეს სიმულაციაში კიდევ ერთხელ ამხილა პატიმარი, რომელმაც გადაწყვიტა, რომ ამგვარად მოატყუოს საზოგადოება - მთელი თავისი ცხოვრება ატყუებდა და ჰყავდა სტრესში, წამებაში ქართველი ხალხი და დღეს მხოლოდ ტყუილის რესურსი დარჩა და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ფიქრობს, რომ თმა რომ გადაევარცხნა გვერდზე, წვერი არ მოეშვა და მომაკვდავად არ მოეჩვენებინა თავი, ამის აბსოლუტური რესურსი ჰქონდა. ჩემი აზრითაც, ვეთანხმები საზოგადოების აზრს, რომ ეს ადამიანი დღეს ბინძურად სიმულირებს. კადრები რომ ვნახე - წინა კადრები და დღევანდელი, მას შემდეგ კიდევ უფრო გამიჩნდა მე ეს რწმენა და ასე მჯერა იქიდან გამომდინარე, რომ ვხედავ რასაც აკეთებს და რასაც კადრულობს - მსახიობობს", - ამბობს მამუკა მდინარაძე. შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილი დისტანციურ რეჟიმში ესწრებოდა, თუმცა ადვოკატის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას მან თავი შეუძლოდ იგრძნო და ჩართვაზე უარი განაცხადა. ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა. აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)