10:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-22 13:56:37, 860 ნახვა

პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშია

ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელს იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორშიც.

„სასჯელს სააკაშვილი იხდის საპატიმროში და როცა ამის საჭიროება არსებობს, სამედიცინო სექტორში. კონკრეტულად ამ მომენტში გახლავთ სამოქალაქო სამედიცინო სექტორში გადაყვანილი, სადაც ყველამ ნახა ვიდეო-კადრების ხილვის შემდეგ, რომ ის არის რეალურად სხვა პატიმრებთან შედარებით, პრივილეგირებულ მდგომარეობაშიც კი. უნდა გადავადდეს თუ არა სასჯელი, ამას წყვეტს მოსამართლე. ამას ჩვენი ქვეყნის კანონის თანახმად ვერ წყვეტს სხვა ვერავინ. ამიტომ, მე ყველას მოვუწოდებდი მათ შორის, სხვა ჩვენი მეგობარი ქვეყნების მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, პირველ პირებსაც კი, რომ პატივი სცენ საქართველოს კანონებს და საქართველოს შიგნით მიმდინარე პროცესებს. მეტი არ ვიცი რა შეიძლება, ამ თემაზე კიდევ მრავალჯერ ითქვას“,- განაცხადა წულუკიანმა „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლოში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შუამდგომლობის განხილვა მიმდინარეობს. პროცესს კლინიკა "ვივამედიდან" მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა.

ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.

აღნიშნულს წინ უძღოდა წამების მსხვერპლთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრ "ემპათიას" დასკვნა, რომლის მიხედვითაც მიხეილ სააკაშვილს 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომო-კომპლექსი აღენიშნება, აქედან წამყვანია, დაახლოებით, 10 დიაგნოზი, რაც შეუთავსებელს ხდის პატიმრობას.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics