|
2022-12-20 16:43:36, 1410 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „ოცნებას“ აქვს არჩევანი - ან შეასრულოს კრემლის დავალება ან დათანხმდეს ზელენსკის
"ოცნებას" აქვს უმარტივესი არჩევანი - ან შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება ან დათანხმდეს მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ მამაც მთავარსარდალს, - ასე ეხმაურება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას. როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მესამე პრეზიდენტის გადაყვანა უნდა მოხდეს "თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ ომში მყოფი მთავარსარდალი ითხოვს უკრაინის მოქალაქის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას". "ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა უნდა მოხდეს თუნდაც იმის გამო მხოლოდ, რომ ომში მყოფი მშვიდობისთვის მეომარი მთავარსარდალი ითხოვს საკუთარი მოქალაქის, უკრაინის მოქალაქის, თანამდებობის პირის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უზრუნველყოფას. შესაბამისად, უმარტივესი არჩევანი აქვს "ქართულ ოცნებას" - ან შეასრულოს კრემლიდან მომდინარე დავალება, რასაც ამ ხნის განმავლობაში აკეთებს, ან დათანხმდეს მშვიდობისთვის, თავისუფლებისთვის მებრძოლ მამაც მთავარსარდალს", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის, სხვა ევროპული ქვეყნის ან ამერიკის რომელიმე კლინიკაში გადაიყვანონ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)