|
2022-12-16 13:53:50, 920 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - დრო, როდესაც პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში, 2012 წელს დასრულდა
„ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ, ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს", - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეს, ხატია დეკანოიძეს პარლამენტის სხდომაზე. როგორც პაპუაშვილმა პლენარულ სესიაზე, სადაც "მინისტრის საათის" ფორმატში იუსტიციის მინისტრს უსმენენ, განაცხადა, პარლამენტის ყველა წევრი ვალდებულია, უდანაშაულობის პრეზუმფცია დაიცვას. „ქალბატონო ხატია, შეგახსენებთ, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის წევრი, ვალდებული ხართ დაიცვათ უდანაშაულობის პრეზუმფცია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა დაიცვას პარლამენტის ყველა წევრმა. თქვენი განცხადება ადასტურებს მხოლოდ ერთ რამეს, როცა ამბობთ თუ ვინ სად აგებთ პასუხს. ის დრო, როდესაც პარლამენტის წევრები, პრეზიდენტები და მინისტრები წყვეტდნენ ვინ უნდა ჩამჯდარიყო ციხეში და ვინ არა, დასრულდა 2012 წელს. ეს არის პრობლემა, რომელსაც თქვენ ვერ აცნობიერებთ", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა, ხატია დეკანოიძემ პლენარულ სესიაზე მისულ იუსტიციის მინისტრს უთხრა: "მინისტრი, რომელიც აქ მოვიდა, არის სისხლის სამართლის დამნაშავე. ბატონო, რატი, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე წარდგებით საქართველოს მართლმსაჯულების წინაშე. გამოძიების უშუალო ობიექტი იქნებით სისხლის სამართლის საქმეში „სააკაშვილი-რატი ბრეგაძე“.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)