13:58 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-16 11:15:49, 863 ნახვა

პოლიტიკა
სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, მოშიმშილეებს თემურ ჯანაშია შეუერთდა

პარლამენტში მოშიმშილეებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი დეპუტატი თემურ ჯანაშია შეუერთდა.

ჯანაშიას თქმით, მონაწილეობას მიიღებს ყველა საპროტესტო აქტივობაში, რომელიც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად.

„მე მივიღებ ყველა ისეთ საპროტესტო აქტივობებში და შიმშილობის აქციაში  მონაწილეობას, რომელიც მიმართული იქნება პრეზიდენტ სააკაშვილის გადასარჩენად. მოცემულ შემთხვევაში ეს არის ასეთი სახის პროტესტი და ვუერთდები მათ. როცა მივიღებთ გარანტიას, რომ ეს ადამიანი არის ისეთი კვალიფიციური ექიმების ხელში, ისეთ მდგომარეობაში, რომ მისი ჯანმრთელობის რეალური პროგრესი აღინიშნება, შიმშილობას შევწყვეტთ ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა. შიმშილობას ვაპირებ, ვიდრე პრეზიდენტ სააკაშვილის სიცოცხლე არ გადარჩება”, - განაცხადა ჯანაშიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა დაიწყეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა: ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics