|
2022-12-15 10:51:21, 1034 ნახვა
პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილს მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე 21-ე საუკუნეში
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ სააკაშვილს მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე 21-ე საუკუნეში და ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ სააკაშვილის როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნება დაცული. „ევროკავშირი შეშფოთებულია ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებასთან დაკავშირებით არსებული ცნობების გამო. ჩვენ ეს საკითხი წამოვწიეთ შესაბამის ორგანოებთან აქ, საქართველოში. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ მისი, როგორც პატიმრისა და ბრალდებულის უფლებები სრულად იქნება დაცული. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მას მისცემენ შესაძლებლობას, წარდგეს სასამართლოს წინაშე 21-ე საუკუნეში და ისეთ მოწინავე ადგილას, როგორიც თბილისია. რთული გასაგებია, თუ რატომ გახდა შეუძლებელი მისთვის სასამართლოში მისვლა. ვიმედოვნებ, რომ ტექნიკურად შესაძლებელი იქნება, ეს ონლაინ გააკეთოს, რადგან მისი, როგორც ბრალდებულის უფლებები სრულად უნდა იყოს დაცული. მოხარული ვარ, რომ მან გადაწყვიტა, აღარ გააგრძელოს შიმშილობა, რადგან ეს ხელს არ შეუწყობდა მის ჯანმრთელობას. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს მის ჯანმრთელობას და ველით შემდეგ ნაბიჯებს, რომელსაც ქართული სასამართლო დაადგენს“,- განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ცნობით. შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა ისევ გადაიდო. პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ, ადვოკატმა პროცესზე მიხეილ სააკაშვილის დისტანციურ რეჟიმში დასწრება მოითხოვა, რაზეც სასამართლომ უფლება გასცა, თუმცა სხდომის დღეს "ტექნიკური მოწყობილობების" არ არსებობის გამო, პენიტენციურმა არ ჩართო. პროცესი 22 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)