|
2022-12-14 20:31:20, 1429 ნახვა
პოლიტიკა
ლელო - სასწრაფოდ უნდა დავამთავროთ ეს ისტორიული ღალატი ქვეყნის მიმართ
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა, - ვკითხულობთ პარტია “ლელოს” განცხადებაში. განცხადებაში ასევე ვკითხულობთ,რომ დღევანდელი ხელისუფლების ქმედება გამოცხადებული მკვლელობის ქრონიკა და პოლიტიკური კანიბალიზმია,ასეთი დამღით კი საქართველო ვეღარასდროს გახდება ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. "მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მორიგ ჯერზე გადადება და მისთვის საკუთარ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღებაზე უარის თქმა, ყოფილი პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლების დარღვევაა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით კი, მისი სიცოცხლისათვის სახიფათო გადაწყვეტილება. საქართველოს ყველა მოქალაქეს აქვს სიცოცხლის უფლება, სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას საქართველოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლე. ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, მმართველ გუნდს და პირადად ბიძინა ივანიშვილს – მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრებათ მათ.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)