03:27 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-14 13:44:32, 1533 ნახვა

სამართალი
სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აქიმიძისა და დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა

თბილისის სააპელაციო სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. 

როგორც „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, დავით დვალი სოციალურ ქსელში წერს, უწყებამ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება გაიზიარა და ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის საკუთრებაში დატოვა.

"სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა სარჩელის დაკმაყოფილებაზე და პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

**** აღდგენილი სამართლიანობა!",- წერს დავით დვალი. 

ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა მესაკუთრე ქიბარ ხალვაშმა, 2015 წლის 4 აგვისტოს საქართველოში სამოქალაქო დავა დაიწყო. იგი აცხადებდა, რომ 2005-2006 წლებში, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლების სათავეში იდგა, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და მაღალი თანამდებობის პირებმა იგი აიძულეს გაესხვისებინა თავისი წილები ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, რადგან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკა არ მოსწონდათ. 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერ მფლობელად ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია „პანორამა“ გამოაცხადა.

 

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics