|
2022-12-13 14:28:12, 811 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია ოპოზიციას - პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა „ქართულ ოცნებაზე“ ლაპარაკობთ
პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებაზე" ლაპარაკობთ, - ასე მიმართა მმართველი პოლიტიკური გუნდის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც ოდიშარიამ განაცხადა, პოლიტიკური ოპონენტებისგან განსხვავებით, "ქართული ოცნება" ევროპარლამენტარებს დღენიადან ესაუბრება და ქვეყანაში არსებულ პროგრესს აცნობს. "აქ რომ ომობთ სავარძლებიდან და მიკროფონებთან - მართლა დუქნის ლომები - წადით აბა, თუ გეომებათ, მართლა ბიჭების გვერდით დადექით. აქ არიან ჩვენი კოლეგები, რომლებიც იყვნენ წასულები უჩუმრად, ბევრი ინტერვიუს გარეშე. სულ ორ ტიკ-ტოკ მეომარს იცნობს ეს ომი - ერთი არის ჩრდილოეთ კავკასიიდან, მეორე თქვენი ტიკ-ტოკ მეომარი იყო, იქ რომ დარბოდა და როგორც კი აგრილდა და წამობრძანდა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თუ ჩემი ძმა ხარ ერთი... ევროპარლამენტარებს ლანძღავთო - ვინ ლანძღავს ევროპარლამენტარებს? ჩვენ ევროპარლამენტარებს დღენიადაგ ვესაუბრებით და კარდაკარ დავდივართ და პროგრესს ვაცნობთ. თქვენ კიდევ შეცდომაში შეგყავთ და სალანძღავს ხდით მერე. ვინ უფრო მეგობარია ევროპარლამენტარების - ჩვენ თუ თქვენ?... ცხოვრებაში, დარწმუნებული ვარ, სამშობლოს გულისთვის ხელში ავტომატი არ გჭერიათ. 2008 წელს სად იყავით, მე და ჩემი მეგობრები იქ რომ ვიყავით? არ მახლდა არც ოპერატორი, არც სელფებს ვიღებდი და არც ნებართვა მჭირდებოდა. ასე რომ, პირში ვარდის წყალი გამოივლეთ, როცა "ქართულ ოცნებასთან" მიმართებაში ლაპარაკობთ. თქვენ მაინც ნუ გვასწავლით მებრძოლი ბიჭების პატივისცემას", - მიმართა ბექა ოდიშარიამ ოპოზიციას.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)