|
2022-12-13 14:22:58, 851 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - ევტუშენკოვი არის ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები
ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები, თუ ხიდაშლიც ბაიდენის ბიზნეს პარტნიორია, ეს მისი საქმეა- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, კონგრესში და სენატში საუბრობენ იმაზე, რომ ევტუშენკოვი ბაიდენის პარტნიორია. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, თუ ღრმაწყლოვანი პორტი აშენდება ანაკლიაში, თავის დროზე კონსტიტუციაშიც კი გაკეთდა შესაბამისი ჩანაწერი. ამ პროექტს სერიოზული ეკონომიკური მნიშვნელობა ექნება, აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ინვესტორის მოძიება ანაკლიის პროექტისთვის და ხელისუფლება ამისთვის ყველაფერს გააკეთებს. „ევტუშენკოვი არის ბაიდენის პარტნიორი, მთელმა მსოფლიომ იცის, პირდაპირ კონგრესში და სენატში საუბრობენ ამაზე. ევტუშენკოვი არის ჯო ბაიდენის ოჯახის ბიზნეს პარტნიორი და ამის გამო მასზე ამერიკამ არ გაავრცელა სანქციები. დაანებეთ ამ კაცსაც თავი. თუ ხიდაშლიც არის ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი, ეს მისი საქმეა, მაგრამ რა შუაში ვართ ჩვენ, რატომ უნდა გავცეთ ამ კითხვებს პასუხი. მე არანირი პრობლემა არ მაქვს, თუ დავით ხიდაშელი არის ბაიდენის ბიზნეს პარტნიორი რაც შეეხება იმას, არის თუ არა ხიდაშელი დაინტერესებული ანაკლიის პორტით, ირაკლი კობახიძის თქმით, ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. „არანაირი ინფორმაცია არ მაქვს ამ თემასთან დაკავშირებით, რა შუაშია ან ხიდაშლი, ან ბაიდენი, ან ევტუშნკოვი. ჩვეულებრივად, სამართლებრივად როგორც არის ეს გათვალისწინებული, გამოცხადდება შესაბამისი პროცედურები, იქნება ეს ტენდერი თუ რაც ქვია და ამის საფუძველზე მოიძებნება ინვესტორი. არც ართი გვარი ამასთან კავშირში არ არის“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით "ჯეოკეპმა" ახალი საწარმო გახსნა
CashBack-ის და Mastercard-ის შეთავაზება ICR Home-ის მაღაზიებში
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)