03:28 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 15:31:44, 1383 ნახვა

სამართალი
პროკურატურამ კორუფციული დანაშაული გამოავლინა და თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობაზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, კორუფციული დანაშაული გამოავლინა და ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე, 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ერთ-ერთ ფერმერს შესთავაზეს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ბორჯომისა და ახალქალაქის ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთებს თითქოსდა ქვეიჯარით გადასცემდნენ და სანაცვლოდ მას 25 000 ლარი მოსთხოვეს. დაზარალებულმა ბრალდებულებს მათ მიერ მოთხოვნილი თანხის ნაწილი - 11 200 ლარი გადასცა. ვინაიდან, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობის სამართლებრივი საფუძველი, დაზარალებულმა ვერ შეძლო მათი გამოყენება და აღნიშნულის შედეგად, დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი მიადგა.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ბრალდება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით, თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics