16:43 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 14:03:50, 1204 ნახვა

პოლიტიკა
ჩარკვიანი - ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი

ფსკერზე ისე არ უნდა დავეშვათ, რომ სააკაშვილი შემოგვაკვდეს - ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი, - ამის შესახებ პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.

ჩარკვიანის თქმით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის ნომერ პირველი პატიმარია.

"მაქვს ინფორმაცია, რომ მიდის ერთგვარი ვაჭრობა - კი ბატონო, მთავარია, სამშობლოთი არ ივაჭრონ; მთავარია, ჩვენი ქვეყნით არ ივაჭრონ. უშუალო კავშირშია მიხეილ სააკაშვილთან ჩვენი ქვეყანა იმიტომ, რომ სააკაშვილის ვიღაცას მოსწონდა თუ არ მოსწონდა, რუსეთთან დაპირისპირებული პრეზიდენტი რომ იყო, ამას ხომ ვერავინ წაუვა, ეს ჭეშმარიტებაა. და თუ პუტინთან დაპირისპირებული პრეზიდენტია და საქართველო ოკუპირებულია რუსეთის მიერ, მაშასადამე, ის აბსოლუტურად არის ნომერ პირველი პატიმარი პუტინის. ჩვენი ეროვნული სირცხვილი იქნება, რომ მესამე პრეზიდენტი მოგვიკვდეს - ელემენტარულად მორალის საკითხია, რომ ფსკერზე ისე არ დავეშვათ, რომ პუტინთან დაპირისპირებულ პრეზიდენტთან დაკავშირებით, რომლის აშენებული ქალაქები გვინახავს, რომ ეს ადამიანი შემოგვაკვდეს. ეს იქნება საქართველოს დიდი სირცხვილი", - აცხადებს თაკო ჩარკვიანი "მთავარ არხთან" საუბრისას.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასჯელის გადავადებაზე მსჯელობა  14 დეკემბრის 11:00 საათისთვის გადაიდო. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics