13:00 - 15 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-09 13:00:21, 1017 ნახვა

საზოგადოება
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილი არიან პოლიტიკოსებიც. 

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სხდომა 13:00 საათზეა დანიშნული და საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასჯელის გადავადებაზე მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. 

პროცესზე დასწრების სურვილი გამოთქვა თავად ექსპრეზიდენტმა, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, კლინიკა „ვივამედმა" დასწრების საშუალება არ მისცა.

შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების მოთხოვნით, მისმა ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ სასამართლოს შუამდგომლობით 1-ელ დეკემბერს მიმართა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებს დავარტყამთ, თუ მოლაპარაკებებს არ განაახლებენ
საია: ფორმულასთან დაკავშირებით სასამართლოს გადაწყვეტილება SLAPP პრეცედენტია
უკრაინამ შავ ზღვაში რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 20 გემს დაარტყა
თბილისის ტრამვაის ტენდერში თურქულმა კომპანია EmreRay-მ გაიმარჯვა - პროექტი ₾288 მლნ ჯდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics